“ქალთა გაძლიერების ქსელის” პროექტი საქართველოში “პროგრესის ცენტრის” ინიცირებითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით დაფინანსდა 2018-2019 წლებში 88 000 ლარის ოდენობით. პროექტის მიზანია ერთმანეთს დაუკავშიროს წარმატებული ქალები, რომლებლმაც უკვე თქვეს საკუთარი სიტყვა სხვადასხვა პროფესიაში და მომავალი ლიდერი გოგონები, რომლებიც მიიღებენ რჩევებს, გამოცდილებასა და მხარდაჭერას. ლიდერ ქალთა ქსელის მეშვეობით ახალგაზრდა ქალებს აქვთ შესაძლებლობა წარმატებისთვის საჭირო უნარებისა თუ გამოცდილების შეძენის. პროექტის მეშვეობით ისინი უკვე წარმატებულ, პროფესიონალ ქალებთან და ახალგაზრდებთან მუშაობას შეძლებენ.
საქართველოში ბევრი წარმატებული ქალია, რომელთა გამოცდილებაც ფასდაუდებელია ახალგაზრდების კარიერული წინსვლისა და წარმატებისთვის. “ქალთა გაძლიერების ქსელი” (WEN) ირჩევს 17 ახალგაზრდა კანდიდატს და აკავშირებს მათ დამკვიდრებულ ლიდერებთან, რომლებიც პროექტის განმავლობაში შეასრულებენ ახალგაზრდების მენტორის როლს.
მონაწილეებს გაუძღვებიან:
ანა დოლიძე (იურიდიული მეცნიერებათა დოქტორი)
ლელა გაფრინდაშვილი (ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი)
ნინო ზამბახიძე (საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი)
ნინო ევგენიძე (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი)
ირინა პოპიაშვილი (თანამედროვე ხელოვნება)
თამარ ლებანიძე (საბანკო საქმის სპეციალისტი)
მაკა იოსელიანი (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი)
ქეთი ხუციშვილი (ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დირექტორი)
ნონა თორდია („გემუანის“ დირექტორი)
ირმა ხეცურიანი (სპორტსმენი ეტლით ფარიკაობაში)
თინათინ ხიდაშელი (იურისტი, პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი)
ეკატერინე მაზმიშვილი (თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი)
ნინო სუქნიძე (საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი)
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე (საქართველოს ყველის გილდიის თავმჯდომარე)
ნატალია ედიშერაშვილი (მასწავლებლების ტრენინგი ბრწყინვალების პროექტისთვის, მენეჯერი, დოქტორი)
თეა აგლაძე (ჟურნალი „ბომონდის“ მთავარი რედაქტორი)
ქეთევან დოჩანაშვილი (საერთაშორისო საქართველოს დირექტორი)
სიახლეები
პოდკასტი “ქალების უფლებების შესახებ” უფლებადამცველ ლელა გაფრინდაშვილთან ერთად
https://www.youtube.com/watch?v=joL_Or2FSG0&ab_channel=CenterforProgress