18 მარტს პროგრესის ცენტრის თავმჯდომარე, ელენე ელბაქიძე და ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მაკა ტოხიშვილი სტუდენტთა დაფინანსების საკითხზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს – დუნიამალ გაჯიევს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – სამირ ხიალოვს და საკრებულოს სოციალურ საკითხებში წარმომადგენელს – თამარ ხაჩიძეს შევხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისთვის საჭირო რეფორმის საკითხები მუნიციპალურ დონეზე და შევთანხმდით შემდგომ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.