რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ საცხოვრებელზე ფასები რეკორდულად გაიზარდა, განსაკუთრებით დედაქალაქში, რომელიც ყოველთვიურად იზრდება. ასეთ პირობებში რეგიონიდან თბილისში ცხოვრება სტუდენტისთვის კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის ფონზე სტუდენტები იძულებულნი არიან შეიჩერონ სტუდენტის სტატუსი, რის გამოც მათ ეკარგებათ მთავარი, განათლების ხელმისაწვდომობის უფლება.
ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი სტუდენტების საცხოვრისით უზრუნველყოფაა, რომელშიც ჩართულნი უნდა იყოს ხელისუფლების ყველა რგოლი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ვინაიდან, უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულებების როლი ამ საკითხში დიდია და ამასთანავე სტუდენტურ საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით მზაობა უკვე გამოთქვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვით მივმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს.

\