ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრის” ინიციატივით პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდულ წარმომადგენლებს შორის სტუდენტების პრობლემებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა 2 მთავარ საკითხზე:
სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა;
პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების არარსებობა უნივერსიტეტებში;
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ,,სტუდენტთა უფლებების დაცვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა უფლებების დაცვის მიზნით ახალგაზრდების დისკურსს, აზრთა გაცვლას, გამჭვირვალობას. ამასთან, იგი გააძლიერებს
ადვოკატირებას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ,,პროგრესის ცენტრის”, მოძრაობა ,,ხალხისთვის”, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტიის”, ,,გირჩი- მეტი თავისუფლება”, ,,ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის” და ,,მწვანეების” წარმომადგენლებმა.