2024 წლის 1-ლი იანვრიდან მინიმალური ხელფასი დაუწესდებათ: უმცროს ექიმს (თვეში, არანაკლებ 960 ლარი, საათში – 5 ლარი)), ექთნის თანაშემწეს (თვეში არანაკლებ 672 ლარი, საათში – 3,5 ლარი), ბებიაქალი (თვეში, არანაკლებ 844 ლარი, საათში – 4,4 ლარი), სანიტარი (თვეში არანაკლებ 576 ლარი, საათში – 3 ლარი )).
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია მუშაობს მინიმალური ხელფასის საკითხზე, რომლის ფარგლებში არაერთი აქტივობა განვახორციელეთ.
ერთი მხრივ, ეს გადაწყვეტილება არის მისასლმებელი, რადგან ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი და გადადგა ნაბიჯი ამ მიმართულებით. მეორე მხრივ, დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში, როდესაც ლარი გაუფასურებელია, შემოთავაზებული მინიმალური ხელფასი არის დაბალი.
ჩვენ ვითხოვთ, ქვეყანაში განისაზღვროს ღირსეული მინიმალური ხელფასი.