სწავლის საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების შესახებ ,,პროგრესის ცენტრისა” და მოძრაობა ,,ხალხისთვის” წარმომადგენლები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს- ნუნუ მიცკევიჩს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროგრესის ცენტრის გუნდის წევრების მიერ წარმოდგენილი იყო არგუმენტები პანდემიის გამო შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სტუდენტები.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოადგინა თავისი ხედვა სტატუსეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით.
ორივე მხარე შეთანხმდნენ, რომ არსებული მექანიზმები საკმარისად ვერ უზრუნველყოფს ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტების იდენტიფიცირებას, სწორედ ამიტომ საჭიროა დაფინანსების მოდელის შეცვლა და დამატებითი კვლევის ინსტრუმენტების შექმნა.
სტუდენტთა უფლებადაცვის მიზნით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე.