პროგრესის ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დაარსდა    2017   წელს.

პროგრესის ცენტრს შემოაქვს ახალი იდეები და მიდგომები ქვეყნის განვითარებისთვის.

ცენტრი აქტიურად მუშაობს ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: განათლების პოლიტიკა,გენდერი და ქალთა უფლებები ,მწვანე საკითხები და მრავალი სხვა. აღსანიშნავია რომ  ორგანიზაციის იდეები ყოვოლთვის გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით და  რეფორმებით.შეიძლება ითქვას რომ ცენტრს მიუძღვნის დიდი წვლილი ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა ჯგუფისთვის ალტერნატიული სივრცისა და ამავე დროს პლატფორმის შექმნაში. მათგან აღსანიშნავია ისეთი იდეები, როგორიცა ქალებისთვის დემოკრატიული სივრცის შექმნა და მათი სათქმელის წინ წამოწევა.ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ პროგრესის ცენტრის ინიციატივებს განათლების პოლიტიკაში და ამ მხრივ საჭირო კონკრეტულ რეფორმებს. ფაქტობრივად, პირველად ხდება როდესაც იქმნება დემოკრატიული ღია სივრცე განათლების სისტემის ბენეფიციარებისთვის და მომუშავე ადამიანებისთვის და მუშავდება რეფორმა, რაც ქვეყანას ასე სჭირდება.

ელენე ელბაქიძე

განათლება – ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

პროგრესის ცენტრის თავმჯდომარე 2017 წლიდან – განათლების და სოციალური საკითხების პროექტების ხელმძღვანელობა და მათი მონიტორინგი, მენეჯმენტი, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

2019 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია “ეს ქვეყანა ჩვენია” თავმჯდომარე, – პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება;

რომან ანთაძე 

რომან ანთაძე – პროგრესის ცენტრის გამგეობის წევრი

ლელა გაფრინდაშვილი

ლელა გაფრინდაშვილი –  პროგრესის ცენტრის გამგეობის წევრი

მაკა ტოხიშვილი

განათლება

პოლიტიკური მეცნიერებები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო გამოცდილება

ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრი (2018-2021 წლებში)

პროგრესის ცენტრის პროექტების კოორდინატორი – პროექტების მართვა, პროცესების შესწავლა და დამუშავება;

პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხისთვის” – პოლიტიკური პროესების ანალიზი;

ლაშა ანაკიძე

პროგრესის ცენტრის პროექტების კოორდინატორი

 

განათლება: საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

პოლიტიკური საბჭოს წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხისთვის”. ასისტენტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით – ტრანსკავკასიური კვლევისა და განვითარების ჯგუფი. აკრედიტაციის სპეციალისტი – ხარისხის განვთარების ეროვნული ცენტრი;

ანალიტიკოსი, პოლიტიკური გაერთიანება ,,ხალხისთვის”. მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ანალიზი და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება, მონაცემთა კვლევა და დამუშავება, სამთავრობო პროექტების შესწავლა და დამუშავება, კორუფციული რისკების აღმოფხვრა, სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ფინანსების მონიტორინგი;

ნიკო ჩაბაიძე

პროგრესის ცენტრის გუნდის წევრი

განათლება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი მენეჯმენტის და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით 2014-2019 წლებში; არაფორმალური განათლება დებატების და საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების მოდელირების მიმართულებით;

სამუშაო გამოცდილება

პროგრესის ცენტრის პროექტის “პოლიტიკის პრაქტიკული სკოლის” მონაწილე, აქტივისტი განათლების მიმართულებით;

პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის” წევრი;

არაერთი პროექტის მონაწილე ადამიანის უფლებების მიმართულებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე კერძო კომპანიის საქმიანობის ფარგლებში;

მარიამ კუსიანი

პროგრესის ცენტრის პროექტების კოორდინატორი

განათლება

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი – სამართლის ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება

პარტია “ანა დოლიძე – ხალხისთვის” იურისტი, ლიცენზირებული ადვოკატი (2020-2022 წლებში).

“პროგრესის ცენტრის” პროექტების კოორდინატორი სოციალური საკითხების მიმართულებით